logo
ENG



"წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ" - ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებს

12 ივლ 202111:04
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების გამო პროტესტზე ამბობს, რომ ეს არის "წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ".

"რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი, წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასდროს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში. ამ ადამიანის ტრაგედიის გამოყენება სცადეს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, 5 ივლისის ძალადობა "მეორე დილითვე დავგმო", პოლიციამ კი მეორე დღესვე მოახდინა ამის თაობაზე რეაგირება.


close დახურვა